ინდოეთი

ინდოელი ჟურნალისტი და აქტივისტი გაური ლანკეში მოკლეს

ინდოეთში, 55 წლის ჟურნალისტი და აქტივისტი, გაური ლანკეში, მოკლეს. ლანკეშის ცხედარი ბანგალოში, მის სახლში, სამშაბათ საღამოს იპოვეს. დაუდგენელმა პირებმა მას ახლო მანძილიდან სამი ტყვია ესროლეს.

ლანკეში მმართველი პარტიის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა. გასულ წელს, ის მმართველი პარტიის ლიდერზე დაწერილი სტატიის გამო, დააპატიმრეს და ცილის წამების ბრალდებით 6 თვე მიუსაჯეს. ინდოელი მოსახლეობა ჟურნალისტის მკვლელობას ქუჩაში გამოსვლით აპროტესტებს და სამართალდამცავ ორგანოებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. გამოძიება დაადგენს, რამდენად არის გაური ლანკეშის სიკვდილი მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული.

კომენტარები