უამრავი სპეკულაცია მოვისმინე [ბორჯომის ხანძრის ჩაქრობის პროცესში] რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა, რაც მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო საკმაოდ რეალური... ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ ყოველთვის ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენს მანდატს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად აღვასრულებთ.
tbl.ge/2h69
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ბორჯომის ხანძრის ჩაქრობის პროცესში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




