ხანძარი

პრემიერი: მომავალ წელს საგანგებო სიტუაციებს უკეთეს მზადყოფნაში შევხვდებით

ტაბულა

"გასატარებელი იქნება ის სისტემური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ის ხარჯები, რაც ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნას გაზრდის.

"დღევანდელ დღეს გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა მზად უნდა იყოს ასეთი გამოწვევებისთვის.

ვფიქრობ, რომ როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ანუ აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან არის აუცილებელი, ამიტომ პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს. წელს რაც შესაძლებელი იქნება და ალბათ, უფრო მომავალი წლის ბიუჯეტში, საჭირო იქნება ამ რესურსის გამოყოფა და ამავე დროს, გასატარებელი იქნება ის სისტემური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან", - ამბობს კვირიკაშვილი.

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ამჟამად საქართველოს, ირანის, უკრაინისა და თურქეთის საჰაერო ძალები მონაწილეობენ. ხანძრის ჩაქრობას ათასამდე მეხანძრე მაშველი ცდილობს. 

კომენტარები