ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენის საშუალებით ცდილობენ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში უკვე ერთი საათია ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენისა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლების საშუალებით ცდილობენ.

ხანძარი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ტერიტორიას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ მიუვალი ტერიტორიების გამო ხანძრის ჩაქრობის პროცესი რთულდება და არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა ტერიტორიებსაც მოედოს. 

ჯერჯერობით უცნობია ამ დროისთვის ტერიტორიის რა ფართობია დამწვარი. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

დამატებით ინფორმაციას ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები