იმერეთში, ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა.
ამ დროისთის, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროობა იყო.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე ძიება არ დაწყებულა, რადგან მომჩივანი და დაზარალებული არავინ იყო.





