ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, პოლონეთის რამდენიმე რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 13 და 14 წლის ორი გოგონა, რომლებსაც კარავში ძილის დროს, მოგლეჯილი ხე დაეცა.
სტიქიის შედეგად, დაშავდა 28 ადამიანი. დაზიანდა რამდენიმე ასეული შენობა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება 100 000-ზე მეტი მოხმარებელი.





