ხანძარი

საგანგებო სიტუაციების სააგენტო: ხანძარი ადამიანებს ამ დროისთვის საფრთხეს არ უქმნის

გიორგი მელაშვილი / facebook

მთაწმინდაზე, ხანძარია, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს უკიდია. ხანძარი ეშმაკის ბორბალს უახლოვდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი საცხოვრებლებსა და სხვა ობიექტებს საფრთხეს არ უქმნის.

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარს 50-მდე მეხანძრე აქრობს. 

სააგენტოში ხანძრის ზუსტი ფართობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები