ავღანეთში ერაყის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერაყის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა.

აფეთქების უკან თვითმკვლელი ტერორისტი იდგა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ ისმოდა სროლაც. საელჩოზე თავდასხმაში ოთხი ტერორისტი მონაწილეობდა.

დაშავებულებს შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები