პრემიერი ქართული ოცნების მერობის კანდიდატად კახა კალაძეს რამდენიმე წუთში წარადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრი 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ოფიციალურად, რამდენიმე წუთში მთაწმინდის პარკში წარადგენს.

თბილისის მერობის კანდიდატად - ვიცეპრემიერ კალაძის არჩევას პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ სხვა კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა.

კომენტარები