ევროკომისიის კონკურენციის სააგენტო

ევროკომისიამ Google 2,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

wordapp.io

ევროკომისიამ Google 2,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ევროკომისიის ცნობით, ჯარიმის მიზეზი საძიებო სისტემების ბაზარზე მდგომარეობის ბოროტად გამოყენება სახელდება.

"Google-ის საქციელი არ შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას",-აღნიშნა ევროკომისარმა კონკურენციის მიმართულებით მარგარეტ ვესტეიჯერმა.

ევროკომისიის მტკიცებით, საძიებო სისტემაში Google-ს საქონლისა და მომსახურებების ძიების შედეგები ისე აქვს დაწყობილი, რომ მისი კომერციული პარტნიორები შედეგის პირველ გვერდზე იყვნენ.


ფოტო: google.com

იმ შემთხვევაში თუ Google-მა 3 თვის ვადაში არ აღკვეთა დარღვევა, მის შვილობილ კომპანიას Google-Alphabet მსოფლიოს მასშტაბით საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ის თანხით დააჯარიმებენ.

Google ევროკომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები