სირია

თეთრი სახლი: სავარაუდოდ, სირია ქიმიური თავდასხმისთვის კვლავ ემზადება

PBS

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, სავარაუდოდ, კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები სირიაზე ქიმიური თავდასხმისთვის და სირიის ხელისუფლებას მკაცრად აფრთხილებს.

თეთრი სახლის განცხადებით, მიმდინარე ქმედებები იგივეა, რაც ხდებოდა აპრილის ქიმიური თავდასხმის წინ. მომხდარმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის საჰაერო ბაზაზე დარტყმის ბრძანება გასცა.

ამერიკა აფრთხილებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომ თუ იგივე განმეორდება, მას "მძიმე ფასი" დაუჯდება.

"როგორც აქამდეც ვამბობდით, ამერიკა სირიაში ისლამური სახელმწიფოს შესაჩერებლადაა. თუ ბატონი ასადი კიდევ მოაწყობს მასობრივ მკვლელობას ქიმიური იარაღის გამოყენებით, "მძიმე ფასს" გადაიხდის", - წერია განცხადებაში.

კომენტარები