საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია: ვენეციის კომისიამ იმაზე გაამახვილა კრიტიკულად ყურადღება, რაც აწუხებს ხალხს

ვენეციის კომისიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ იმ საკითხებზე გაამახვილა ძალიან კრიტიკულად ყურადღება, რაც აწუხებდა ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს.

სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქართული დემოკრატიისთვის ბონუსის ე.წ. მუსოლინის სისტემის შემოღება და ამ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება. ერთ მხარეს არის ივანიშვილის გუნდი და მეორე მხარეს არის მთელი ქართული საზოგადოება და ვენეციის კომისია. ეს იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება უარს აცხადებს, ხალხს ჰკითხოს და ჩაატაროს პლებისციტი, როგორც ამას ჩვენ - ევროპული საქართველო მათ ვთავაზობთ, რათა გადაწყდეს ეს ფუნდამენტური საკითხი.

 

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები