საქართველოში მომხდარი 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით ტაბულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც გვითხრეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მიწისძვრა ქალაქ სიღნაღიდან 22 კილომეტრში 22:25 საათზე მოხდა.
ბიძგები 10 კილომეტრი სიღრმეზე დაფიქსირდა.





