პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ნატო-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია.


ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია


ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია


ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ანდჟეი დუდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.

პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს. დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება. 

კომენტარები