
ფოტო: ies.iliauni.edu.ge
საქართველოში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც კახეთის რეგიონში იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, 7 კილომეტრის სიღრმეში იყო.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 18:26 საათზე ქალაქ ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 14 კმ.-ში, სოფელ ალმატიდან 3 კმ.-ში დაფიქსირდა.




