სტიქია

კოლუმბიაში მეწყერს ასობით ადამიანი ემსხვერპლა

nytimes

კოლუმბიაში მეწყერს სულ მცირე 250 ადამიანი ემსხვერპლა, 400 კი - დაშავდა. სამაშველო სამსახურები ასობით დაკარგულს ეძებენ.

ტალახიანი მეწყერი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ მოკოას დაატყდა თავს. სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

სამაშველო სამუშაოებში ათასზე მეტი ჯარისკაცი და პოლიციელია ჩართული.

პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები