დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზის ადვოკატები სინოდის წევრების გამოკითხვას ითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიმართეს და სინოდის წევრების გამოკითხვა მოითხოვეს. მათი აზრით, ისინი სასამართლო განხილვების დაწყებამდე უნდა გამოიკითხონ.

დაცვის მხარე სინოდის რომელი წევრების გამოკითხვას ითხოვს, უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ადვოკატებმა საპატრიარქოს მიმართეს 23 მღვდელმთავრის დაკითხვასთან დაკავშირებით. საპატრიარქომ ადვოკატებს უარი უთხრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი აქვს.

კომენტარები