მეცნიერება

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს

კოსმოლოგი და ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს. 

როგორც თავად ჰოკინგმა აღნიშნა, ის დედამიწას რიჩარდ ბრენსონის ხომალდის საშუალებით დატოვებს. ჰოკინგმა "Good Morning Britain"-ის ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ არასდროს უოცნებია, რომ კოსმოსში მოგზაურობის შეძლებდა, თუმცა "რიჩარდ ბრენსონმა შემომთავაზა ადგილი და მე მაშინვე დავთანხმდი", - ამბობს ჰოკინგი.

რიჩარდ ბრენსონის კომპანია, Virgin Galactic, ცდილობს, ადამიანები კოსმოსში კომერციული მიზნებით წაიყვანოს. ბრენსონს იმედი ჰქონდა, რომ ფრენას 2009 წელს განახორციელებდა, თუმცა სხვადასხვა პრობლემის გამო, გეგმები შეიცვალა. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას კოსმოსში მოგზაურობა გააბედნიერებს.

"ჩემმა სამმა შვილმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და მე შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რა გამაბედნიერებს - კოსმოსში მოგზაურობა", - აღნიშნავს ბრენსონი. 

კომენტარები