საფრანგეთი

პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში აფეთქება მოხდა

AP

პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფონდის თანამშრომელმა ქალმა ფონდის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისთვის განკუთვნილი ამანათი გახსნა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. ქალს ხელები და სახე აქვს დამწვარი.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ოფისში მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა კავშირი ამ ზარებს აფეთქებასთან. 

აღნიშნულ მომენტში ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს ტერაქტის სტატუსი მიანიჭა. მისი თქმით, ამანათში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება სხვა სიტყვებით ვერ შეფასდება.

გუშინ კი, გერმანიის ფინანსთა სამინისტროსთან "საეჭვო პაკეტი" აღმოაჩინეს, რომელშიც ასევე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. თანამშრომლებმა პაკეტი სამინისტროს საფოსტო განყოფილებაში იპოვეს. მის გაგზავნაზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა ანარქისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

კომენტარები