ხანძარი

კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მესამე სართული იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ხანძარი დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრის ფართზეა გაჩენილი. ისტორიული შენობა ხისგან არის აშენებული, რაც ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს.

რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს მერია ალტერნატიული ფართის დაქირავებაში დაეხმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 8 მანქანა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

კომენტარები