მკვლელობა

სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს

Getty Images

სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს და ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები