ხვალ, 28 თებერვალს, ჩუღურეთის და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლას ასახელებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
12:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 23, 23ა, 25 და 27 მაცხოვრებლებს.
13:00-დან 14:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის № 1, 3, 5, 6, 7, 8, 10, 12 და 18 მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.