თბილისის მერია

უგულავა: ივანიშვილის რეჟიმი სიგიჟის სპირალშია, გამოუშვით დაკავებული ხალხი!

სრული სიგიჟის სპირალში შევიდა ივანიშვილის რეჟიმი. რუსთავი 2-ის წართმევას რომ გადაწყვეტ, ამისთვის სასამართლო სისტემას ბოლომდე რომ დაანგრევ, სამოქალაქო ურთიერთობებში რევოლუციურ არეულობას დასთეს (ყველა ბიზნესი და კერძო საკუთრება ჰაერში რომ აღმოჩნდება), და ქრთამად ისევ ბიუჯეტის ფულს იყენებ - თავხედობა მოკრძალებული სიტყვაა ამის აღსაწერად. მაგრამ ყოველთვის ყველაზე ამაზრზენი აქტივისტების დაკავებაა. გამოუშვით მერიასთან დაკავებული ხალხი!

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა facebook-ის პირად გვერდზე, დღეს, თბილისის მერიასთან, ენმ-ის აქტივისტების დაკავებას გამოეხმაურა

კომენტარები