სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, დაიას სასტუმროზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
თავდასხმისას, სავარაუდოდ, დაიას სასტუმროში სომალის პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.
სომალის თავდაცვის მინისტრის ცნობით, 4 თავდამსხმელი ადგილზე თავდაცვის ძალებმა მოკლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.