სტრასბურგის სასამართლო

ქანთარია სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნაზე: ეს არ არის დრამა

რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს არ არის დრამა, ტრაგედიაზე აღარ ვლაპარაკობ. შეირჩევა თავიდან. კარგი იყო, ეს არ მომხდარიყო. სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხდა პროცედურების სრული დაცვა და ვერ მოხდა ჩვენი კანდიდატების შერჩევა. მაგრამ გამოსწორდება ეს ხარვეზები. ამითი რაღაცა დიდი კატასტროფის შექმნა აბსოლუტურად ზედმეტია.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურის ჩავარდნის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ კონკურსი თავიდან უნდა ჩაატაროს და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.

კომენტარები