ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბედინეიშვილი: ერთიანობის ბედი ძირითადად მიშას ხელშია

დიდი ხანია, არაფერი მითქვამს ნაცმოში მიმდინარე მოვლენებზე. იმედი მქონდა, გაყოფისკენ არ წავიდოდა საქმე. ვიფიქრე, ცეცხლზე კიდევ ჩემი ორი წვეთი ნავთი არ დავასხა-თქო. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, გაყოფას გადარჩება პარტია. ამ პარტიის მხარდამჭერი დღეს იმიტომ ვარ, რომ ის მიმაჩნია ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლ ერთადერთ ეფექტურ ძალად. ამიტომ პარტიის ერთიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთიანობისთვის ერთადერთ გზას ვხედავ. ორივე მხარემ უნდა დაანებოს წარსულზე საუბარს. "ვინ როდის რა თქვა და ვინ ვის რა უწოდა" უნდა შეწყდეს ახლავე.

მიმაჩნია, რომ ერთიანობის ბედი ძირითადად მიშას ხელშია. მან უნდა იპოვოს შინაგანი ძალა, პარტიის სადავეები გადასცეს დღევანდელ (ან მის მსგავს, პარლამენტის ენმ დეპუტაციის მიერ დომინირებულ) პოლიტსაბჭოს. ბევრი (ძირითადად უსამართლო) მიზეზის გამო, მიშა ვერ შეძლებს აქტიურ თამაშს ქართულ პოლიტიკაში. ენმ-ს ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს სათავეში და მიშამ მას უნდა მისცეს მოქმედების სრული თავისუფლება.

თან ლეგიონერობა და თან დინამოში თამაში არ გამოვა.

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები