ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ შემოტანისთვის, 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

"ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, წითელი ხიდის გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მას TOYOTA PRADO-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები