საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) იმპორტი 52%-ით შემცირდა. იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში პრეზერვატივების იმპორტმა $426.2 ათასი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტი $894.8 ათასს შეადგენდა. სავარაუდოდ, იმპორტის შემცირება ამ პროდუქტის მოხმარებაზეც აისახა.
2010 წლიდან მოყოლებული საქართველოში პრეზერვატივების იმპორტის დინამიკა ასე გამოიყურება:
- 2010 წელი - $447 ათასი, ზრდა 24%
- 2011 წელი - $457 ათასი, ზრდა 0.2%
- 2012 წელი - $690 ათასი, ზრდა 50%
- 2013 წელი - $899 ათასი, ზრდა 30%
- 2014 წელი - $758 ათასი, კლება 16%
- 2015 წელი - $1.2 მილიონი, ზრდა 56%
- 2016 წელი (9 თვე) - $426 ათასი, კლება 52%