შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: რესპუბლიკელებს წყევლის ნაცვლად, დავლოცავდი

იმხელა სხვაობაა მათ მოთხოვნილებებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის, რომ სასწაული უნდა მოახდინო, ესენი ერთმანეთს დაუახლოვო. ამ სასწაულის მოხდენას ითხოვენ ჩემგან... მე მათ წყევლის ნაცვლად, მაინც დავლოცავდი და შევახსენებდი "კავკასიური ტყვე ქალიდან"სადღეგრძელოს, რომელშიც დიდი სიბრძნე დევს, რომ ადამიანს როცა ადღეგრძელებ (გინდა პარტია იყოს და გინდა სახელმწიფო), დაბალანსებულ პიროვნებას და ადამიანს მოთხოვნილებები და შესაძლებლობები ძალიან ახლოს უნდა ჰქონდეს. მოთხოვნილებები შეიძლება უსწრებდეს, მაგრამ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა მათ შორის. მე ამ სადღეგრძელოს შევახსენებდი რესპუბლიკელებს და მათი წყევლის ნაცვლად დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ, საკუთარი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები დაეხლოვებინოთ ჩემი გამოყენების გარეშე.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის განცხადება შეაფასა. ბერძენიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილს შეახსენებს - "დააბრუნოს ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით”.

კომენტარები