კვირიკაშვილი არის აბსოლუტურად მომართული, ყველა ბიზნესმენი არის ბედნიერი, კვირიკაშვილი რომ პრემიერია, იმიტომ რომ ეს ბიზნესიდან მოსულია და ყველა იცნობს მას. მე არ ვაკნინებ ღარიბაშვილს არანაირად, ღარიბაშვილი არ იყო ბიზნესიდან მოსული, ეს მაქვს მხედველობაში. ყველა ბიზნესმენი იცნობს, ყველა ბედნიერია მაგის მოსვლით და ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს დღეს ბიზნესს, რომ ბიუჯეტში მეტი ფული გაჩნდეს, მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდეს, მეტი შემოსავალი შევიდეს ბიუჯეტში და უნდა დაფინანსდეს მათ შორის ფეხბურთიც. ქართველებმა იციან ფეხბურთის თამაში, დღევანდელი ფეხბურთი, რა თქმა უნდა, გულსატკენია, ქართველები არიან ფეხბურთელები მოწოდებით. ჩვენ გვაქვს კარგი ისტორია, ჩვენ გვყავდნენ მაგარი ფეხბურთელები და აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ ფეხბურთი. ამას სჭირდება ეკონომიკის აღორძინება და ფული სჭირდება ყველაფერს, რა.
ივანიშვილი: ყველა ბიზნესმენი არის ბედნიერი, კვირიკაშვილი რომ პრემიერია
tbl.ge/1vlg
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბროლაურში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.




