საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველი რვა თვის მანძილზე საქართველოს ექსპორტი 10%-ით შემცირდა. იანვარ-აგვისტოს პერიოდში ექსპორტმა სულ $1.3 მილიარდი შეადგინა.
ექსპორტი უკვე მეორე წელია კლებულობს, რის გამოც ახლა 2011 წელს არსებულ მაჩვენებლებს გაუტოლდა.
- 2012 წელი (რვა თვე) - $1.55 მილიარდი
- 2013 წელი (რვა თვე) - $1.76 მილიარდი
- 2014 წელი (რვა თვე) - $1.91 მილიარდი
- 2015 წელი (რვა თვე) - $1.46 მილიარდი
- 2016 წელი (რვა თვე) - $1.31 მილიარდი
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, ამ დღეს გაირკვევა, თუ რომელი საქონლის ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია მთლიანი ექსპორტის შემცირება.





