NATO-საქართველო

პრემიერი: NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბარი არ იქნება კორექტული

მე ვფიქრობ, რომ საუბარი რუსეთის გავლენის შესახებ NATO-ში საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებაზე, არ იქნება კორექტული. ვფიქრობ, ჩვენ უმთავრესად საკუთარი საშინაო საქმიანობით უნდა დავკავდეთ იმისთვის, რომ საქართველოს სამხედრო სტანდარტები მივუახლოვოთ NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ და ვიმოძრაოთ თანმიმდევრულად. რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, საქართველოს სამხედრო რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმა - ზუსტად ისაა, რაც NATO-ს წევრობისთვის გვჭირდება. ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ესწრებოდა ამ სამიტს, მეტყველებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ეს სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განვაგრძოთ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობის ფანჯარა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, რათა ვიყოთ თანმიმდევრულები.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასა და ალიანსის გაფართოებაზე რუსეთის როლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კომენტარები