არჩევნები 2016

ნათელაშვილი: პატრიარქს უმორჩილესად ვთხოვ, გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც დაიკავოს

 ამ შეხვედრას შეიძლება დაერქვას "უწმინდურები უწმინდესთან" . გეყოთ დედა ეკლესიის გამოყენება ბინძური მიზნებისათვის, თქვენისთანა ვაჭრებს უფალმა იერუსალიმის ტაძარში, დახლები აუშალა. პატრიარქს კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ დაიკავოს გარეგნული ნეიტრალიტეტი მაინც, საარჩევნო პროცესში ხოლო, თუ მხოლოდ ხელისუფლების კანდიდატებს სთვლის თავის სულიერ შვილებად მაშინ, ანათემას გადაგვცეს როგორც, ძირგამომთხრელი ოპოზიცია და ყველაფერი ნათელი იქნება.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები პატრიარქთან შეხვედრას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კომენტარები