ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ის ფაქტები, რაზეც პარლამენტის ორი დეპუტატი საუბრობს, არის საგანგაშო, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის ნიშნებს. ასევე საუბარია თვითონ სასამართლოს შიგნით მანიპულაციებზე მოსამართლეთა მხრიდან კონკრეტული მხარის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც პაპუაშვილი საუბრობდა ზეწოლაზე, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ უნდა წასულიყო პროკურატურაში და მოსამართლეებს მიეცათ ჩვენება. ასევე ვფიქრობ ახლაც, როდესაც ამ მასშტაბის ბრალდებებზე სერიოზული პირების მხრიდან არის საუბარი, პირველ რიგში, მათაც უნდა მიემართათ გამოძიებისთვის, პროკურატურამ უნდა დაიწყოს დამოუკიდებლად გამოძიება და უნდა დაიკითხონ მოსამართლეები, რომელზეც საუბარია.
საკონსტიტუციო სასამართლო
ლომჯარია: ბესელია-ფოფხაძის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს
tbl.ge/1u17
დაკოპირდა

სამართლიანი არჩევნების კონსულტანტი ნინო ლომჯარია ინტერპრესნიუსთან საუბარში, ე.წ საკონსტიტუციო რევოლუციის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძის განცხადებაზე.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
- იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი
- პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შესვლამდე საკონსტიტუციოს მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა




