რუსეთი სირიაში

სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

Reuters

სირიის პროვინცია იდლიბში რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 ჩამოაგდეს. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს მაშინ, როდესაც იგი ჰუმანიტარული მისიის შესრულების შემდეგ ალეპოდან ბრუნდებოდა. სამინისტროსვე ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი რუსი ოფიცერი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო თვითმფრინავი.

კომენტარები