HBO სერიალ Game of Thrones მერვე სეზონით დაასრულებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ Entertainment Weekly-ისთან საუბარში HBO-ს პროგრამების პრეზიდენტმა ქეისი ბლაისმა განაცხადა.
ქეისი ბლაისის თქმით, სერიალის მერვე სეზონით დასრულების გადაწყვეტილება პროდიუსერებმა დავიდ ბინოფმა და დენ ვეისმა მიიღეს.
ამასთანავე შეიცვალა სერიალის მეშვიდე სეზონის ხანგრძლივობა და მისი გამოსვლის თარიღი. სერიალისთვის ტრადიციული გაზაფხულის ნაცვლად ახალი სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა, ასევე შეიცვლება მისი ზომაც ახალ სეზონში 10-ის ნაცვლად 7 სერია იქნება.





