თეორემა

ზეწოლა პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოზე

საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ, სამართალდამცავთა ხელით ზეწოლაზე უკვე ქვეყნის პრეზიდენტიც საუბრობს - გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა  ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ზეწოლის მცდელობის შესახებ ისაუბრა - პაპუაშვილთან შეხვედრაც სწორედ ზეწოლას ეხებოდა, ოღონდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე. საქართველოს მთავრობაში ორივე განცხადებას აბსურდულად მიიჩნევენ, კახი კალაძისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები ჭორიკნობაა, ვიცე სპიკერ მანანა კობახიძეს კი პრეზიდენტი მთვრალი ეჩვენა. პრემიერი როგორც ამბობს სერიოზულად უდგება ამ საკითხს - უბრალოდ პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავს. 

კომენტარები