თეორემა

როგორ არჩევენ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. კოალიციის შეფასებით, გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები. კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე ჩაატარა კონკურსი. სტუმარი გია გვილავა - საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო

კომენტარები