თეორემა

რატომ ჩქარობს სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე

ივანიშვილს რომელიმე ტელევიზია რომ უნდოდეს, საკუთარს არ გააუქმებდა - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე რუსთავი ორის საქმის გარშემო კითხვებს.

კითხვები ბევრია, მაგალითად, რატომ ჩქარობს სასამართლო. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი კი ისაა - შეინარჩუნებს თუ არა რუსთავი 2 დამოუკიდებლობას არჩევნებამდე? თეორემას პირველ ნაწილში სწორედ ამ საქმეზე ისაუბრეს. ამჯერად დავის საგანი ის გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ს გადაწყვეტილება 12 დღეში თავად გადაუგზავნა.

გადაცემის სტუმრები:

დიმიტრი საძაგლიშვილი - რუსთავი 2-ის ადვოკატი
ზურა ჭიაბერაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი
მანანა ნაჭყებია - ახალი მემარჯვენეების წევრი
გიორგი თაქთაქიშვილი - სახელმწიფო ხალხისათვის წევრი

კომენტარები