სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ. ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები... ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკურ განვითარებაზე გავამახვილებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია მოგაწოდოთ ინფორმაცია სამივე მიმართულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან.
tbl.ge/1rsj
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიიტყვით გამოვიდა.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




