მნიშვნელოვანია, რომ ჰესი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ შენდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე გაუკეთებიათ მათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო. ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, თუმცა, დადგენილი წესით, ის იქნება განხილული.
tbl.ge/1qm7
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი დავით ნარმანია ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობას აპირებს.
ამავე თემაზე
- ნარმანია: განაშენიანების გეგმა ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს
- ივანიშვილი: ენმ-მ მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს
- კალაძე ბოტანიკურში ჰესის მშენებლობაზე: ეს დიდი ტყუილია
- ივანიშვილი: ბოტანიკურში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? მთავრობა ხელს არ მოაწერდა
- ნარმანია ჰესზე: ბოტანიკურ ბაღში საზოგადოებისთვის მიუღებელი არაფერი მოხდება