ვიზალიბერალიზაცია

ხოშტარია: ჩვენ დღეს გვიდგას ვიზალიბერალიზაციის სერიოზული პრობლემა

ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი შეპყრობილნი არიან ნაციონალური მოძრაობით. მაგრამ ეს შეპყრობილობა იმაში კი არ გადაიზარდა, რომ გამოესწორებინათ ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით, გაეუმჯობესებინათ ის, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, პირიქით, მდგომარეობა უფრო გაუარესდა. აქ ხდება აქამდე უნახავი პრობლემები, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტის გათელვა, პრეზიდენტის, სააპელაციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ძალადობრივი გარემო პოლიტიკურ პროცესში. დეგრადირება ხდება ყველა იმ მიმართულებით რაზეც ჰქონდათ მანდატი და ვალდებულება. დღეს ისინი ისევ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით არიან დაკავებულები, როდესაც ქვეყანა დგას ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე. ჩვენ დღეს გვიდგას ვიზალიბერალიზაციის სერიოზული პრობლემა, უსაფრთხოების პრობლემა აფხაზეთში, ადამიანების უმუშევრობის პრობლემა და ა.შ. ივანიშვილის ყველა სიტყვაში ჩანს მისი როლი ამ მთელ პოლიტიკურ პროცესებში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში არჩევანი.

კომენტარები