თურქეთი-გერმანია

თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გამოიწვია

AP

თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია. ოფიციალურმა ანკარამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

კენჭისყრას არ დასწრებია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თუმცა რეზოლუციას მისმა პარტია ქრისტიან-დემოკრატებმა, კოალიციურმა პარტნიორმა სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა დაუჭირეს. დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.

კენჭისყრას მწვავე რეაქცია მოჰყვა თურქეთში. რეზოლუციის მიღებამდე თურქეთის პრემიერმინისტრმა ილდირიმმა მას ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ტესტი უწოდა, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, ანგელა მერკელი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ გენოციდის აღიარება თურქეთ-გერმანიის ურთიერთობას დააზარალებდა.

კომენტარები