თეორემა

ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები - შენიშვნები და რეკომენდაციები

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 3 ივნისამდე აქვს. ჯერჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა ის პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებებს ვეტოს, ან რა გზას აირჩევს ამ ცვლილებებით გამოწვეული საფრთხის გასანეიტრალებლად. ის, რომ ცვლილებები პრობლემურია, დაადასტურა ვენეციის კომისიის წინასწარმა მოსაზრებებებმაც, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარასკევს მიიღო. ვენეციის კომისიამ გაიზიარა ის ძირითადი წუხილები, რაც ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს. კონკრეტულად რას ეხება ძირითადი შენიშვნები და რა გზები არსებობს მათ გასანეიტრალებლად - ამ თემაზე ვსაუბრობთ თეორემას სტუდიაში.

კომენტარები