ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქართული ოცნება დაამარცხოს, არის ნაციონალური მოძრაობა და ამის მაგალითი იყო გუშინაც. შესაძლებელი იყო, რომ სხვასაც მიეღო ამაში მონაწილეობა, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავ, რომ ეს არის რეალობა. ამიტომ, ის, რისიც ქართულ ოცნებას დღეს ეშინია, არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მოუგებს არჩევნებს. ვფიქრობ ყველაზე მთავარი არის, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ყველას გვქონდეს მკაფიო გზავნილი და ვფიქრობ, გუშინ რაც მოხდა, ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველას მკაფიო გზავნილი გვქონდა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ხვალ შეიძლება იგივე თავდასხმები ვიხილოთ სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართაც.
რატიანი: მნიშვნელოვანია, საარჩევნო გარემოზე ყველას მკაფიო გზავნილი გვქონდეს





