ბოტანიკური ბაღი

კურტანიძე ბოტანიკურზე: ენმ და მწვანე პარაზიტები შენებას ეწინააღმდეგებიან

მაშინ, როდესაც ევროპაში უდიდესი ფინანსური კოლაფსი, უდიდესი გაჭირვებაა ეკონომიკის მხრივ; როცა საქართველოში 8 პროექტზე მეტი კეთდება, რომელთა ღირებულებაც მილიარდ ლარზე მეტია, ჩნდებიან ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფი ჩვენი უმცირესობის, რომელთა აზრებსაც წლების განმავლობაში ვითმენთ. ისინი ეწინააღმდეგებიან მშენებლობას, ეწინააღმდეგებიან ერთ ადამიანს[ბიძინა ივანიშვილი], რომელმაც ამდენი შეძლო საქართველოში. შეიძლება, პოლიტიკურად ბევრი საკამათო თემაა, მაგრამ როდესაც ერისკაცი ქვეყნისთვის იხარჯება, ეს თემა მაინც არ გავხადოთ საკრიტიკო. მე არა მარტო ნაციონალური მოძრაობის გასაგონად ვამბობ ამას, არამედ ბევრი ადამიანია ასეთი, მწვანე პარაზიტები და სხვა გაერთიანებები.

ქართული ოცნების დეპუტატი ლუკა კურტანიძე ბოტანიკური ბაღის გასხვისებული ნაწილისა და მისი მიმდებარე 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემასთან დაკავშირებულ პროტესტზე.

კომენტარები