პრეზიდენტი: წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყება

გიორგი მარგველაშვილი
report.az

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება და 4 თვის მანძილზე გაგრძელდება - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. 

მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიათან გამართული კონსულტაციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების თარიღი უცვლელი დარჩება - საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

"შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი - 8 ოქტომბერი.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც ჩვენ მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები