პაპუაშვილი: ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციოს უფლებამოსილებები შეამციროს

საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონპროექტში უამრავი პროცედურული საკითხია, რომელიც ხელს შეუშლის იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფექტურად და მალე შევიდეს ძალაში. ეს, ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. რატომღაც შიშია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საშიში არის ხელისუფლებისთვის. ეს ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის. ამის გამო აკრიტიკებენ პოლონეთის კანონმდებლობაში ცვლილებებს, ასევე სხვა ქვეყნების და ჩვენც იმ ქვეყნების რიგებში მოვხვდით, სადაც ცნობილია, რომ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები შეამციროს. გრძელვადიანად რომ ვიფიქროთ, ცუდია იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა იცვლება მუდმივად და მომავალშიც არ უნდა იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც სასამართლოს შიშის გამო ნებისმიერ მთავრობას ჰქონდეს მისი ფუნქციების შესუსტების მცდელობა.

საკნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონპროექტის შესახებ.

კომენტარები