წყალდიდობა ყვარელში

ყვარლის სოფელ გავაზში წყალდიდობა მოხდა

smog.org

ყვარლის სოფელ გავაზში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ფატმასური ადიდდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

დაზარალებული ოჯახების ნაწილი სტიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდება, სოფლის ერთ ნაწილში კი მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რომლებიც წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სტიქია გაუწმენდავმა სანიაღვრე გზებმა გამოიწვია.

ჯამში დაზარალებულია ათობით ოჯახი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შესაბამისი კომისია ზარალის დათვლას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

კომენტარები