მთავრობის დღევანდელი სხდომა გადაიდო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიზეზი კვორუმის უქონლობაა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, მათ შორის, უამინდობის გამო სტამბოლიდან ჩამოფრენა ვერ შეძლო სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.





